განათლების სამინისტრო kutaisipost-ის ინფორმაციას ეხმაურება და დირექტორებს გაფრთხილებას აძლევს

განათლების სამინისტრო kutaisipost-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად ორ საჯარო სკოლაში მშობლებს თანხებს სხოვენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ ქუთაისის #3 და #40 სკოლებში მსგავსი ფაქტის შესახებ მათთვის არ არ არის ცნობილი, თუმცა ზემოთაღნიშნული სკოლების დირექტორებს გაფრთხილება უკვე მისცეს.

“ამის შესახებ პირველად თქვენგან გავიგეთ და აუცილებლად რეაგირებას მოვახდენთ”, – აცხადებენ განათლების სამინიტროში.
საქართველოს განათლების სამინიტროს პრესასამსახურის განცხდებით, საჯარო სკოლებში მშობლებისათვის თანხების მოთხოვნა კატეგორიულად იკრძალება
“ეს ხდებოდა ადრე, მაგრამ ახლა კატეგორიულად იკრძალება მსგავსი რამ. მსგავი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ”, – განუმარტეს kutaisipost-ს სამინიტროში.
შეგახსენებთ, რომ მშობლების მიერ kutaisipost-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ქუთაისის #3 და #40 საჯარო სკოლებში პედაგოგები მშობლებს ფულს სთხოვენ. აღნიშნულ სკოლებში პედაგოგებმა მშობლებს თანხა საკლასო ოთახის სარეაბილიტაციოდ მოსთხოვეს.სკოლებში მშობლებისგან თანხის აკრების თაობაზე არსებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ საჯარო სკოლების ადმინისტრაციაში.

თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s