ქუთაისის მერიაში ხელფასების მატება ორ ეტაპად მოხდება

ქუთაისის მერიაში 2015 წლის 1 იანვრიდან ხელფასები იზრდება. თანამდებობრივი სარგოს მომატების შესახებ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. როგორც მერიაში განმარტავენ, ხელფასების მომატება ორ ეტაპად მოხდება. პირველ ეტაპზე გაზრდილი ხელფასები 2014 წლის ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე გაიცემა, ხოლო მეორე ეტაპზე – 2015 წლის 1 იანვრიდან

მერიაში გაზრდილი სახელფასო განაკვეთებით ისარგებლებენ: მერის პირველი მოადგილე, სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები,  მერის თანაშემწე, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, მთავარი, წამყვანი და უფროსი  სპეციალისტი და სპეციალისტი.

მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან მერის პირველი მოადგილე 50 ლარით მეტს მიიღებს და მისი ხელფასი 2100 იქნება. ასევე, ამ დროიდან წლის ბოლომდე 1490 ლარი გახდება სამსახურის უფროსის ხელფასი, ხოლო 2015 წლი 1 იანვრიდან სამსახურის უფროსს 1700 ლარს გადაუხდიან.

მერიაში დასაქმებულ განყოფილების უფროსებს 1 ნოემბრიდან 900 ლარის ოდენობის თანხა აუნაზღაურდებათ, ხოლო ახალი წლიდან ისინი გაწეული სამუშაოსთვის 1000 ლარს მიიღებენ.

სპეციალისტის ხელფასი  მერიაში მომაველი წლიდან 550 ლარი იქნება.

როგორც ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ განაცხადა, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მერიაში კონკურსის ჩატარებამდე უნდა მომხდარიყო, რათა კონსკურსანტები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი თუ რა ანაზღაურებას მიიღებენ გაწეული სამუშაოსთვის.

მურღულია პირველი ვიცე-მერისთვის ხელფასის მომატების საკითხსაც განმარტავს:  „იმის გამო, რომ მერის პირველი  მოადგილე რანგით ერთი საფეხურით მაღლა დგას, ეს ხელფასშიც უნდა ასახულიყო. გვინდოდა ხელფასი სიმბოლურად 10 ლარით მოგვემატებია, მაგრამ ეს ცოტა უხერხული იქნებოდა, ამიტომ ხელფასს მოვამატეთ 50 ლარი,“ – განაცხადა შოთა მურღულიამ.

10723515_989807107703461_1389330266_n

დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s