„კრისტალმა“ ქუთაისში სათავო ოფისის გახსნა მომხმარებელთა პროდუქტების ფესტივალით აღნიშნა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალმა” დღეს ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სათავო ოფისი გახსნა.
“კრისტალმა” ოფისის გახსნაზე ორგანიზაციის მომხმარებელთა აგრო და ხელნაკეთი პროდუქტების ფესტივალი მოაწყო.
kristali

ფესტივალზე მსესხებლებმა წარმოადგინეს მათ მიერ, კომპანიის დაკრედიტებით შექმნილი პროდუქცია.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, “კრისტალი” ერთადერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელიც ხელსაყრელ პირობებს სთვაზობს მეწარმეებს აგრარულ სექტორში.
ორგანიზაციის მიერ სათავო ოფისის გახსნის ცერემონიალზე იმერეთის გუბერნატორი, ქალაქის მერი და აშშ ელჩი საქართველოში იმყოფებოდნენ.
“მინდა წარმატება მივულოცო ამ ორგანიზაციას, რომელიც ზრუნვას და ხელს უწყობს მეწარმეებს”, – განმარტა იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გაფართოება და სათავო ოფისის გახსნა მიულოცა ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა. ელჩის განმარტებით, მნიშვნელოვანია ისეთი ორგანიზაციების წარმატება, რომლებიც მოსახლეობისა და მეწარმეების ხელშეწყობაზე ზრუნავენ.

თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s