ზესტაფონში მანგანუმის უკანონო მოპოვების წინააღმდეგ პატრულირებას ამკაცრებენ

ზესტაფონში სილიკო მანგანუმის უკანონო მოპოვების აღკეთის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირება გამკაცრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს იმერეთის სამხარეო გუბერნიაში საკონსულტაციო საბჭოზე მსჯელობის შედეგად მიიღეს.
manganumi

სხდომას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებლი და საკონონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელები, პარლამენტის წევრები, გარემოს დაცვის ინსპექციისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდენენ.
გარემოს დაცვის ინსპექციის წარმომადგენლის, თინათინ ჩაკევეტაძის განმარტებით, მათი უწყება აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. თუმცა, განმარტა, რომ ამ საკითხის მოგვარება საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს.
“ყველამ კარგად იცის, რომ ზესტაფონში ყოველდღე დატვირთული მანქანები დადიან. ისიც ყველამ იცის თუ სად მიდის. მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს. პირველ რიგში იმის გარკვევა უნდა მოხდეს, თუ ვის ევალება ფუნქციურად ამ საკითხის მოგვარება და ზესტაფონში უბედური შემთხვევების თავიდან აცილება”, – განაცხადა შეხვედრაზე პარლამენტარმა, შალვა კიკნაველიძემ. მისი თქმით, უკანონოდ მანგანუმის მოპოვება მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მოპოვებული ნედლეულის ჩაბარების ლიცენზიის ვადა საწარმოებს დაუსრულდათ. კიკნაველიძის თქმით, ერთ შემთხვევაში ლიცენზიის ვადა 2013 წელს, ხოლო მეორე – მიმდინარე წელს დასრულდა.
“გასაგებია, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის. მთელმა ზესტაფონმა იცის რა ხდება, ხოლო ხელისუფლება არის უუნარო ამ შემთხვევაში. ამიტომ მე მჭირდება კონკრეტული დავალება თქვენგან, რომ ვთხოვო პრემიერს, რომელთან შესახვედრად ამ დღეებში მივდივარ. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დასრულდეს ზესტაფონში ეს პრობლემა”, – განუცხადა შეხვედარზე
გუბერნატორმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე პრევენციის მიზნით მოპოვება უნდა აიკრძალოს.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s