მოქალაქეებმა უნდა აკონტროლონ თავიანთი ხელისუფლება – შეხვედრა უნივერსიტეტში

„მთავრობა ვერ მიაღწევს დემოკრატიის განვითარებას მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გარეშე – აღინიშნა შეხვდრაზე, რომელიც ქუთაისში, აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებმა საერთაშორისო პროექტი „ღია მმართველობის პარტნიორობა“ გააცნო დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნული პროექტის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ გულსიხმობს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, ცნობიერების ამაღელებას და მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამონაწილეობის ხელშეწყობას.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ პროექტის ინიციატორი აშშ-ა. პროექტი დაიწყო 2011 წლის აგვისტოში. საქართველო მალევე გახდა პროექტის მონაწილე და დეკლარაციის ხელმომწერი ქვეყანა.
პროექტი ოთხ პრინციპს ეფუძნება: მთავრობის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდა, ასევე ღიაობისა და ანგარიშვალდებულების ასამაღლებლად ახალი ტექნლოგიებისადმი მოსახლეობის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
„მთავრობა ვერ მიაღწევს დემოკრატიის განვითარებას მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის გარეშე. თუ არა მოქალქეთა ჩართულობა ჩვენ ვიღებთ ხელისუფელებას, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებლად მოქალაქეებთან კონსულტაციის გარეშე. იგი თვლის რომ უფრო ჭკვიანია, ვიდრე მოქალაქეები, მათ იციან რა უნდათ მოქალაქეებს. მაგრამ როდესაც ხდება საზოგადოების მხრიდან კონტროლი მთავრობის საქმიანობაზე ჩვენ ვიღებთ შეთანხმებულ პოლიტიკას. მოქალაქეებმა უნდა აკონტროლონ თავიანთი ხელისუფლების საქმიანობა და ამ კონტროლში სწორედ ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი“, – აღნიშნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.
მისი თქმით სწორედ მოსახლეობასთან ნაკლებმა კომუნიკაციამ გამოიწვია წინა ხელისუფლების მარცხი. თუმცა იგივე პრობლემა შეექმნება ყველა ხელისუფლებას, რომელიც ნაკლებ ანგარიშვალდებულებას იგრძნობს ხალხის წინაშე.
„როდესაც ხელისუფლება არ კომუნიკაციობს მოქალაქესთან, ის არის მისი პრობლემა, რადგან მე იმ ხელისუფლებას არ ავირჩევდი, რონელიც ჩემს მიმართ ანგარიშვალდებულებას არ გამოხატავს“, – აღნიშნა გიორგი კლდიაშვილმა.
პროექტში „ღია მმართველობის პარტნიორობა“ 65 ქვეყანაა ჩართული.

ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s