ქუთაისელი “ნაციონალის” პროტესტი – დეპუტატმა საკრებულოს სხდომა დატოვა

ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალმა” დეპუტატმა, ბესიკ ბრეგაძემ პროტესტის ნიშნად საკრებულოს მიმდინარე სხდომა დატოვა. ბრეგაძემ სხდომის მიმდინარეობაში მონაწილეობაზე უარი დღის წესრიგის წარდგენის შემდეგ თქვა.
“ნაციონალი” დეპუტატის განცხადებით, მისი უარი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს უკავშირდება.

“დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე უმრავლესობასთან ბევრჯერ გვისაუბრია, თუმცა ჩვენი აზრი არასოდეს ყოფილა გათვალისწინებული. ამიტომ, ვთვლი, რომ საკრებულოს სხდომაზე ჩემს ყოფნას აზრი არ აქვს. ვფიქრობ, სხდომის დატოვებით დაფიგრდებიან რაზე უნდა ავწიოთ ხელი და რაზე არა,” – განაცხადა kutaisipost-სთან საუბარში ბესიკ ბრეგაძემ.
დღეს ქუთაისის საკრებულოს მეხუთე რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით სულ 10 საკითხია გათვალისწინებული. მათ შორის არის ადგილობრი ბიუჯეტში ცვლილების დამტკიცების საკითხი, შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანა, ასევე, ცვლილებები გარე რეკლამის გათვავსების თაობაზე.

თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s