ქუთაისის მერი “ნაციონალების” პროტესტზე – ეტყობა ძალიან ეჩქარებოდათ სადღაც

ქუთაისის მერი საკრებულოს “ნაციონალი” დეპუატატების მიერ სხდომის დატოვების ფაქტს ეხმაურება. შოთა მურღულია ბესიკ ბრეგაძისა და გია უკლებას ქმედებას მათ მოუცლელობას და დროის ფაქტორს უკავშირებს.

“ჩვეულებრივი სხდომა იყო, სადაც ჩვეულებრივი საკითხები და ცვლილებები განიხილებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს დეპუტატებს ძალიან ეჩქარებოდათ სადღაც და მიზეზად პროტესტის ეს ფორმა მოძებნეს. ეს იყო გაბრაზება გაბრაზებისთვის,” – განაცხადა შოთა მურღულიამ.
დღეს ქუთაისის საკრებულოს მეხუთე რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით სულ 10 საკითხია გათვალისწინებული. მათ შორის არის ადგილობრი ბიუჯეტში ცვლილების დამტკიცების საკითხი, შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანა, ასევე, ცვლილებები გარე რეკლამის განთავსების თაობაზე.
დღის წესრიგის წარდგენისთანავე სხდომა “ნაციონალური მოძრაობის” ორმა დეპუტატმა დატოვა. დეპუტატების განცხადებით, საკრებულო და მერია მათ აზრს არ ითვალისწინებს.

ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s