353 000 ლარის ცვლილება ქუთაისის ბიუჯეტში – რას მოხმარდება დამატებითი თანხები

ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ადგილობრივ ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში 353 000 ლარის საბიუჯეტო ცვლილება განხორციელდა.

ამ თანხის დიდი ნაწილი – 240 000 ლარი ააიპ კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას გადაეცემა.
ქუთაისის მერის მოადგილის, კოტე ქავთარაძის განმარტებით, აღნიშნული თანხა სხვადახვა კულტურულ ღონისძებებს და ასევე, სახელოვნებო სკოლების რეაბილიტაციას მოხმარდება. ცვლილებები შეეხო საკანალიზაციო სიტემებისა და ღვარსადენების სისტემის რეაბილიტაციას, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარით დაფინანსდება.
10 ათასით ნაკლები (50 000 ლარი) გამოიყო ქუთაისში გზებისა და ხიდების რეკონსტუქციისათვის. ხოლო 20-20 000 ლარით დაფინანსდა ქუთაისის მესხიშვილისა და ოპერის თეატრები, თუმცა 40 000 ლარი გამოაკლდა კულტურულ ღონისძიებათა პროგრამას.
საკრებულოს მიერ განხილულ საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალმა დეპუტატებმა”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s