„აფხაზთა კრება“ – აფხაზეთის მთავრობა და უმაღლესი საბჭო ტოტალიტარული ორგანოა

ქუთაისში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს იმ ორი რეზოლუციის გაცნობა წარმოადგენდა, რომელიც “აფხაზთა კრებამ” (რომელიც 40-მდე ორგანიზაციას აერთიანებდა) 27 სექტემბერს თბილისში მიიღო.

პირველი რეზოლუცია ეხებოდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, ხოლო მეორე აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ცვლილებებს. ცვლილებებს, რომელიც “აფხაზთა კრების” წარმომადგენელთა აზრით, არჩევნების გზით უნდა განხორციელდეს.
„აფხაზეთის მთავრობა და უამღლესი საბჭო იმავე შემადგენლობისაა, რაც 23 წლის წინ იყო. არადა დემოკრატიულ საზოგადოებაში ხალხი გამოხატავს თავის ნებას, პერიოდული არჩევნების გზით შეცვალოს ხელისუფლება. ჩვენი მოთხოვნაა 23 წლიანი სტაგნაციის შემდეგ დევნილებმა მიიღონ უფლება აირჩიონ თავიანთი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო – აფხაზეთის უმაღლესი საბჭო“, -აღნიშნა მოძრაობა „დაბრუნების“ თავმჯდომარემ მალხაზ პატარაიამ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა ტოტალიტარული ორგანოა, რომელიც მუდმივობის რეჟიმში არსებობს, ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, არ მუშაობს აფხაზეთის დაბრუნებისა და დევნილების პრობლემატიკაზე. 23 წლის ნამძილზე მხოლოდ 3 კანონი მიიღეს. „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და მთავრობა სეპარატიზმში, კოლაბორაციონიზმში და კორუფციაში დაანადაშაულეს.
„ჩვენ გვინდა დაგვიბრუნდეს წართმეული საარჩევნო უფლება და აფხაზეთის მთავრობაში არსებული ტოტალიტარული რეჟიმი შეიცვალოს დემოკრატიულით“, – ითქვა შეხვედრაზე.
აფხაზთა კრების წარმოამდგენელთა თქმით, რეზოლუცია “აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნებისა და მთავრობის პასუხისმგებლობის შესახებ“ გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობასა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s