ქუთაისში, გარე რეკლამის განთავსების ადგილისთვის დამატებით 8 ადგილი გამოიყო.
ნიკეას ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი და რუსთაველის ქუჩა – ეს იმ ადგილების ჩამონათვალია, სადაც მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით გარე რეკლამები უნდა განთავსდეს.
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ გარე რეკლამისთვის აღნიშნული ადგილების გამოყოფის შესახებ მათ დაინტერესებულმა პირებმა მიმართეს.
„12 ადგილიდან 8 ადგილი შევარჩიეთ, სადაც განთავსედება გარე რეკლამებისთვის ბილბორდები“, – განმარტავენ მერიის ზედამხედველობის სამსახურში.