ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი – სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარება უსამართლოდ მოუხსნეს

ქუთაისის საკრებულოს წევრი და ნიკეას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ირმა პეტრიაშვილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების მოხსნის მიზეზების შემსწავლელი კომისიის შექმნას მოითხოვს.
petriashvili

დეპუტატი აცხადებს, რომ მის სამჟორიტარო ოლქში მცხოვრებ 22 სოციალურად დაუცველ ოჯახს ერთჯერადი მატერიალური
დახმარება უსამართლოდ მოუხსნეს.
“არჩევნებამდე კარდაკარ მიწევდა სიარული და სათითაოდ მაქვს ეს ოჯახები შესწავლილი, ვისაც სოციალური დახმარება მოუხსნეს. რის მიზეზიც თითქოსდა სოციალური პირობების გაუმჯობესება გახდა,” – აცხადებს ირმა პეტრიაშვილი.
საკრებულოს დეპუტატი მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ შესწავლილი უნდა იქნეს მიზეზები, რამდენად სამართლიანად მოეხსნათ ამ ოჯახების დახმარება, ხოლო მონაცემები შესაბამისი წინადადებებითა და რეკომენდაციებით გადაგზავნილი იქნეს ჯანდაცვის სამინისტროში.
“რა თქმა უნდა ჩვენ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, მაგრამ ეს კომისია დაეხმარება მათ სამართლიანად მიიღონ გადაწყევტილება,” – აღნიშნა ირმა პეტრიაშვილმა.
ნიკეას მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ მის მიერ გაჟღერებული იდეა საკრებულოში მიღებული იქნება.

დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s