იმერეთის ორ სოფელში გადაუღებელი წვიმის შედეგად საავტომობილო გზა დაიტბორა. სოფელ ჟონეთსა და ოფურჩხეთში შექმნილი ვითარების გამო სამაშველო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს და დატბორილი გზიდან ავტომობილები გამოჰყავთ.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დატბორილია საავატომობილი გზის 300 მეტრიანი მონაკვეთი. სამაშველო სამსახური ამ დროისთვის გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
თეკლე მორგოშია