“არა ძალადობას”,”არ იძალადო ქალზე,” “სიყვარული ძალადობა არ არის”, ” – ამ სლოგანებით ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ჟურნალისტებმა და ადგილობრივმა მოქალაქეებმა ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები გააპროტესტეს
საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები ბოლო დროს გახშირდა და აღნიშნული პრობლემით ხელისუფლება დროულად უნდა დაინტერესდეს.
“სოლიდარულები ვართ იმ ქალების მიმართ, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი არიან. ვგმობთ ქალზე, როგორც ფიზიკური, ასევე სოციალური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს,”- ამბობს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქეთი ბერძენიშვილი.