ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა “რუსთავი 2”-ს ადანაშაულებს

იმერეთის სამხარეო გუბერნია და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ტ/კ რუსთავი2-ს ტენდენციურობასა და ჟურანლისტური სტანადარტების დარღვევაში ადანაშაულებს.
111

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ტარიელ თუთარაშვილის განცხადებით, რუსთავი2-მა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელზე გაკეთებული რეპორტაჟი ცალმხრივად გააშუქა. აღნიშნულთან დაკავშირებით, იმერეთის სამხარეო გუბერნიაში ბრიფინგი გაიმართა.
საქმე იმაშია, რომ “რუსთავის2”-ის გადაცემა “ბიზნესკურიერში” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნა ნაჩვენები. სიუჟეტის მიხედვით, სამუშაოები უხარისხოდ და არასრულად იყო განხორციელებული.
“ვიდეოკამერები არ ასახავს იმ ნაწილს, რომელიც ტენდერით იყო გათვალისწინებული. ის ასახვადა იმ მონაკვეთს, რომელიც კერძო მესაკუთრის მფლობელობაშია”, – ამტკიცებენ ზესტაფონის მუნიციალიტეტის გამგეობაში.
ასევე, სიუჟეტში გასული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა სამუშაოების განსახორციელებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან 5 მლნ ლარი მიიღო. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მტკიცებით, კი 3 მილიონ 809 600 ლარი მიიღეს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის, სოსო ხახალეიშვილის განმარტებით, გადაცემაში აღნიშნული ინფორმაცია ცალმხრივად იყო გასული.

თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s