იმერეთის გუბერნატორი – ზესტაფონის საქმეში ფინანსური პოლიცია ჩავრთე

იმერეთის გუბერნატორის, ზაზა მეფარიშვილის განმარტებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სარებილიტაციო სამუშაოების საქმეში ფინანსური პოლიცია ჩართო.
zaza

გუბერნატორის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ტ/კ “რუსთავი2”-ზე გასული სიუჟეტის შემდეგ მიიღო. მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, გადაცემა “ბიზნესკურიერში” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნა ნაჩვენები. სიუჟეტის მიხედვით, სამუშაოები უხარისხოდ და არასრულად იყო განხორციელებული. თუმცა ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სიცრუე უწოდა.
ზაზა მეფარიშვილმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელობა მოიწვია.
“გასაგებია, რომ სიუეჟტში ბევრი არასწორი კადრი და ფაქტი იყო ნაჩვენები, ამიტომაც მე საქმეში ჩავრთე ფინანსური პოლიცია, რომელიც გამოიკვლევს რიგ საკითხებს. თუმცა, თქვენც მეტი კომპეტენტურობა და საკითხისადმი პასუხისმგებლობა გმართებთ”, – განუცხადა გუბერნატორმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს.
გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები საქმისადმი გულგრილობაშიც დაადანაშაულა.
მეფარიშვილის თქმით, სოფელ ქვედა საქარაში ჯერ კიდევ გასულ წელს იქნა მიტანილი მინი-სტადიონს მოსაწყობად საჭირო მასალები. თუმცა, ის ამდროდე ხელუხლებლია.
“რატომ არის ასე მოტოვებული სამშენებლო სამუშაოები. რას ელოდებით ამდენი ხანი?! ცემენტი განა არ გაფუჭდება?”, – განუმარტა მეფარიშვილმა ზესტაფონის გამგებელს ტარიელ თუთარაშვილს.
თავად თუთარაშვილი ირწმუნება, რომ ამ დროისთვის არსებული კანონმდელობა არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელი მოკიდონ.
“ეს არის სოფლის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ გაკეთებულიყო სტადიონი. თემმა ჩვენ გვთხოვა რომ მასალები მიგვეტანა მხოლოდ და თითონ გააკეთებდნენ. თუმცა, ერთი წელია არ გაკეთებულა”, – განმარტა თუთარაშვილმა.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s