ფოტოგრაფიის მწვერვალი – რობერტ კაპას ფოტოების გამოფენა ქუთაისში

ქუთაისში, თი ბი სი გალერეაში ლეგენდარული უნგრელი ფოტოგრაფის რობერტ კაპას ფოტოების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე – „ქართული დღიურები რობერტ კაპა საქართველოში“ – კაპას საქართველოში მოგზაურობისას გადაღებული ათეულობით ფოტო იყო წარმოდგენილი.

სააგენტო „მაგნუმის“ ერთ-ერთი დამფუნებელმა, მე-20 საუკუნის ლეგენდად წოდებულმა ფოტოგრაფმა რობერტ კაპამ გასული საუკუნის 40-იან წლებში მწერალ ჯონ სტეინბეკთან ერთად თბილისში, გორსა და ბათუმში იმოგზაურა. ამ მოგზაურობისას გადაღებული 500-მდე ფოტო არსებობს. რომლებიც საქართველოში პირველად 2003 წელს ჩამოიტანა ამერიკის საელჩომ თი ბი სი ბანკის მხარდაჭერით.
გამოფენაზე კაპას ობიექტივით საბჭოთა საქართველოს ყოფაა წარმოდგენილი, თუმცა რობერტ კაპა ომის რეპორტიორად ითვლება. მან 5 ომი აღბეჭდა ფოტოზე.
ცნობილია, რომ მისი ფოტოების რეკონსტრუქციით არის შექმნილი სტივენ სპილბერგის ფილმი. „სპილბერგის ფილმში„ რიგითი რაიანის გადასარჩენად“ ეპიზოდი, სადაც საფრანგეთის სანაპიროზე გადმოდის ამერიკის ჯარი, ეს კაპას ფოტოების რეკონსტრუქციით არის გაკეთებული. კაპაც იმ მომენტში იქ იმყოფებოდა და მან გადაიღო ძალიან ბევრი კადრი. თუმცა ასისტენტმა გააუფუჭა გამჟღავნებისას, სამაგიეროდ რაც გადარჩა ის გამოიყენა სპილბერგმა ომის რეალური სურათის მაქსიმალური აღდგენისთვის“, – განმარტავს ფოტოგრაფი გელა ღაჭავა.
კაპა ნაღმზე აფეთქდა 40 წლის ასაკში, თუმცა დატოვა ფოტოები, რომლებიც სპეციალისტების შეფასებით „ფოტოგრაფიის მწვერვალად“ შეიძლება ჩაითვალოს.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s