ქუთაისის მერიამ ოპერის თეატრს იუბილის აღსანიშნავად 20 ათასი ლარი გამოუყო

ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს 20 ათასი ლარი გამოუყო. როგორც ოპერაში აცხადებენ აღნიშნული თანხა ოპერის საიუბილეო კვირეულს უნდა მოხმარდეს.
qutausis opera

„ამ წუთში ძნელი სათქმელია 20 ათასს როგორ გავანაწილებთ. რადგან აქტიური მუშაობა მიდის იმაზე, რომ კვლავ მოვიძიოთ გარკვეული თანხები. ორ კვირაში უნდა გადავწყვიტოთ, რა თანხების მფლობელი ვიქნებით და მერე გავანაწილებთ. გვინდა მოვიწვიოთ ბათუმის ოპერის თეატრი, თბილისის საოპერო შემადგენლობა, წარმოვადგინოთ ორი ჩვენი ღონისძიება, რაშიც ჩვენი ხარჯთაღრიცხვით ჯამში დაახლოებით 60 ათასამდე გვჭირდება“, – აღნიშნა ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორმა თორნიკე მარჯანიშვილმა.
ოპერის თეატრში საიუბილეო 45-ე წლისთავი კვირეულით აღინიშნება. თეატრი საიუბილეო ღონისძებათა სერიას 23-27 დეკემბრის ჩათლით გეგმავს.

ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s