ქუთაისის მერიაში 179 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი დღეიდან გამოცხადდა. მერიაში დასაქმების მსურველებს განცხადების შეტანა www. hr.gov.ge-ზე მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე შეეძლებათ.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირევლი ეტაპი საბუთების გადახარისხება იქნება, მეორე – ტესტირება, ხოლო მესამე ეტაპზე გასაუბრება მოხდება. კონკურსის მაქსიმალური ზღვარი 70 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა დასახელდა.
“მინდა ყველას მოვიწოდო, რომ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში”, – განაცხადა ბრიფინგზე მურღულიამ. მისი თქმით, კონკურსი გამჭვირვალედ და კომპეტენტური ადამიანების მიერ ჩატარდება.
მურღულიას განმარტებით, საბოლოო ჯამში კონკურსის დასრულების შემდეგ, ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში შტატით გათვალისწინებული 340, ხოლო შტატგარეშე 34 ადამიანი იქნება დასაქმებული. მურღულია ირწმუნება, რომ კადრების შემცირებით მერიის ადმინისტრაციულ ხარჯები (ხელასფების სახით) 1 მილიონი ლარით დაიზოგება.