ენერგო-პრო ჯორჯია საღორიის ტყეში მუხნარის აღდგენას და დაცვას გეგმავს

ენერგო–პრო ჯორჯია გარემოს დაცვის კუთხით ახალ პროექტს იწყებს. კომპანიის ინიციატივით ენერგო–პრო ჯორჯიას ქუთაისის მომსახურების ცენტრში სამუშაო შეხვედრა, საღორიის ტყის ეკოსისტემის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებების თემაზე გაიმართა.
20141021_121305

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება იმ ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ითვალისწინებენ საღორიის ტყეში მუხნარის გადარჩენას, აღდგენასა და დაცვას. ამისთვის, ენერგო–პრო ჯორჯია გეგმავს კომპანიის მფლობელობაში არსებული რიონის ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო არხის მარცხენა მხარეს არსებული დაჭაობებული უბნების დასაშრობი ღონისძიებების განხორციელებას.

„ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება და ეკოსისტემების დაცვა ენერგო–პრო ჯორჯიას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ეკოლოგიურმა სამსახურმა განახორციელა დაჭაობებული უბნების კვლევა და შეიმუშა მისი დაშრობის საინჟინრო-მელიორაციული ღონისძიებების პროექტი. გარდა ამისა, პროექტის განხორციელების შემდეგ, კომპანია გეგმავს დაზიანებული მუხნარის აღდგენისა და დამატებით ფიტო-მელიორაციული სამუშაოების ჩატარებას, რაც გულისხმობს ევკალიპტების დარგვას ჭაობის ამოშრობის მიზნით“– განაცხადა ენერგო–პრო ჯორჯიას ეკოლოგმა მარიამ მჭედლიშვილმა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ენერგო–პრო ჯორჯიას კარგად აქვს გათვითცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა გარემოსა და საზოგადოების მიმართ, შესაბამისად კომპანია სისტემატურად ატარებს გარემოსდაცვის ღონისძიებებს.

“ქუთაისიპოსტი”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s