„მესხიშვილის თეატრს ორჯერ ნაკლები ბიუჯეტი აქვს, ვიდრე მასზე პატარა თეატრს თბილისში“

ქუთაისში, მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ქალაქის მერიამ მიმდინარე ბიუჯეტზე 20 ათასი ლარი დაუმატა. როგორც თეატრში განმარტავენ აღნიშნული თანხა წინა დავალიანებებსა და წვრილმან ხარჯებს მოხმარდება.

„შეთანხმებულ საჰონორარო დავალიანებებსა და წვრილმან ხარჯებში დაიხარჯება ეს თანხა“, – აღნიშნავს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე.
მიუხედავად ბიუჯეტზე დამატებული თანხისა, თეატრში აღნიშნავენ, რომ ეს საკმარისი არ არის თეატრის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. „თეატრმა კარგად კი არა უბრალოდ ნორმალურად რომ იფუნქციონიროს 1 800 ათასი ჭირდება. ჩვენი მასშტაბის თეატრს საქართველოს სხვა ქალაქში 3 მილიონი აქვს ბიუჯეტი, ჩვენზე გაცილებით პატარა თეატრს თბილისში – 2 მილიონ 800 ათასი. ჩვენ ამის ნახევარიც არა გვაქვს. არადა მესხიშვილის თეატრი ერთ-ერთი წამყვანი თეატრია ქვეყანაში. ვერ ვიტყვით რომ დაფასება არ გვაქვს, ამიტომ სახელმწიფოს ვთხოვთ დახმარებას, ვნახოთ რა გამოვა“, – აღნიშნავს გიორგი სიხარულიძე.
მესხიშვილის თეატრის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 800 ათას ლარს შეადგენს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s