ქუთაისში იმერეთის ქალთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი აირჩიეს

დღეს, ქუთაისის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ იმერეთის ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ასოციაციის პრეზიდენტი აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე საფეხბურთო სკოლა „მართვეს“ დირექტორი, თემურ დენოსაშვილი იქნა არჩეული.
poto fexburti

არჩევნებს საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფედერაციის პრეზიდენტის, ნინო სორდიას განცხადებით, იმერეთის რეგიონში ქალთა ფეხბურთის ასოციაციის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია.
„კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი, რათა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გოგონა დაინტერესდეს ფეხბურთით,“ – აღნიშნა ნინო სორდიამ.
როგორ შეხვედრაზე აღინიშნა, იმერეთის ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ასოციაცია ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებასთან ითანამშრომლებს.
„დღემდე ქალთა ტურნირებს ჩვენს მიერ იქნა დაფინანსებული. ჩვენ ერთიანი ძალებით გადავწყვეტთ თუ როგორი იქნება სამომავლო პერსპექტივები,“ – აღნიშნა ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილემ, ნინო უჩაძემ.
ამ დროისთვის საქართველოს ქალთა ფეხბურთში სამი ასაკობრივი გუნდი ყავს, 17 და 19 წლამდელთა და ეროვნული ნაკრები.

დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s