ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, „ფუდმარტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მსუბუქი ავტომობილი #100 სამარშრუტო ტაქსს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორმა ადამიანმა მიიღო სხეულის სხვადასხვა დაზიანება. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ეკა კუხალაშვილი