ქუთაისში პარკირების საფასურის გადახდის ფორმა შეიცვლება.
მოქალაქეები, რომლებიც ავტომობილებს სადგომზე განათავსებენ, თანხას სპეციალურად მოწყობილი აპარატის მეშვეობით გადაიხდიან.
პარკირების ადგილით ერთწლიანი უზრუნველყოფისთვის მოქალაქეს აპარატით 40 ლარის, ხოლო ერთსაათიანი პარკირებისთვის 0.50 თეთრის გადახდა მოუწევს.
პარკირების გადახდის ახალი ფორმა ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მომზადებულ დოკუმენტში განისაზღვრა.
ქუთაისში პარკირებისთვის საერთო და სპეციალურ სადგომ ადგილებზე აუქციონი ერთ კვირაში გამოცხადდება.
ანა ჯანაშია