დაიცავი კონსტიტუციის 48–ე მუხლი – მოძრაობა ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის წინააღმდეგ

მოძრაობამ „დაიცავი კონსტიტუციის 48–ე მუხლი“ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის საკითხი გააპროტესტა. აღნიშნულ მოძრაობაში ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები არიან წარმოდგენილი.
modzraoba

„დაიცავი კონსტიტუციის 48–ე მუხლის“ წარმომადგენელთა თქმით, ქვეყნის ძირითად კანონს, კონსტიტუციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი, თავად კანონმდებლები არღვევენ. მათი მტკიცებით, პარლამენტის გადატანა ქალაქში ინვერსტიციების მოზიდვას და სამომავლო განვითარებას აფერხებს.
მოძრაობის ლიდერები საზოგადოებას მოუწოდებენ მათ შემოუერთდნენ.
„ერთად დავუმტკიცოთ ხელისუფლებას, რომ ისინი კანონს არღვევენ. ვისაც ქუთაისის განვითარება და გადარჩენა სურს, შემოგვიერთდეს,“ – განაცხადა მოძრაობის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, რადიო „ძველი ქალაქის“ ხელმძღვანელმა, ქეთი ბერძენიშვილმა.
პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუციის 48–ე მუხლი“ მომავალ კვირას ბაღდათის რაიონში გააპროტესტებს და ასევე, ამ იდეით დაინტერესებული საზოგადოების წევრებთან გამართავს შეხვედრებს.
„გვსურს, რომ ეს ინტერესები გავაღვივოთ სტუდენტებში და ვიმედოვნებთ შედეგს მივაღწევთ. გვსურს ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც ამ კუთხით უნდა გააქტიურდეს და ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელსაც პრობლემა უნდა შევუქმნათ. სხვა შემთხვევაში, ისინი ამ თემით არ დაინტერესდებიან,“ – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელმა, თორნიკე ბარათაშვილმა.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s