ეკა კუხალაშვილის ბლოგი – არა გაამხილო!

ქუთაისში, ადგილობრივი ხელისუფლება, მერიის გვერდით არსებულ „შრომის დიდების მემორიალის“ აღებას გეგმავს. მემორიალი ათწლეულებია დგას. იგი საბჭოთა ძეგლთამსხვრევის პერიპეტიებს გადაურჩა და ამ დრომდე მოაღწია.
1977435_735998009754603_1763568879_n

მემორიალი დღემდე „ადიდებს შრომას“ თავისი შიშველი და ნახევრადშიშველი ქანდაკებებით. თუმცა მერიაში ჩათვალეს, რომ საკმარისად მიაგეს პატივი საბჭოთა შრომას, საკმარისად ახარა თვალი ქანდაკების მშვენიერმა ფორმებმა ქუთაისელები, ამიტომ დადგა ჟამი მორალისა და შესაბამისად ქანდაკებების აღებისა. ძეგლის ადგილას ეკლესიას ააგებენ. ეკლესიას, რომლიც ერთ დროს იყო ამ ტერიტორიაზე და სხვა ეპოქამ და დროებამ მოაშთო. ეკლსიასთან ერთად სასაფლაოც. ეკლესია თავის ისტორიულ ადგილს დაუბრუნდება (და ალბათ სასაფლაოც).
ქანდაკებებს კი გარეუბანში გადაიტანენ. იქ გააგრძელებენ შიშველი და ნახევრადშიშველი მშვენიერი ქანდაკებები საბჭოთა შრომის დიდებას და ვიღაცის თვალის გახარებას.
თბილისის მსგავსად ( სადაც დიუპუის ველოსიპედს გარეუბანში გადამალვას უპირებენ) ქუთაისშიც გარეუბანი გახდა ის ადგილი, სადაც არასასურველ ძეგლებს მოაფარებენ თვალს. საბჭოთა პერიოდის ძეგლს არ იღებენ, მითუმეტეს არ ანადგურებენ, მას მხოლოდ ადგილს შეუცვლიან. ანუ გარეუბანში საბჭოეთი ისევ „იარსებებს“, მხოლოდ დამალულად. ცენტრალურ და გამოსაჩენ სივრცეში კი ეკლესიას ააშენებენ, თვალსაჩინო ადგილას გამოდებენ, ქალაქის ადმინისტრაციული შენობის გვერდით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ეკლესიის მჭიდრო სულიერი ახლობლობის ნიშნად.
როგორც ჩანს მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენას არ ჭირდება ბევრი მტკიცებულება, რომ უკან დააბრუნონ, მიწისაგან პირისა აღგვილიც შეიძლება აღადგინონ, სამაგიეროდ კარგად შემონახული მეჩეთები, კათოლიკური და გრეგორიანული ტაძრები საჭიროებენ კვლევებს, დიდ ეჭვებს, ტიტანურ შრომას მტკიცებულებების მოსაგროვებლად, სასამართლო დავებს, პროტესტებს და დიდ შეხლა-შემოხლას,იმის დასასაბუთებლად, რომ ეს ნამდვილად ყოფილი მეჩეთია ან კათოლიკური ტაძარი. თუნდაც ყველა მახასიათებელი მაგალითად, კათოლიკური ეკლესიისა ქონდეს და იქ თავად ზაქარია ფალიაშვილს დაეკრას ორღანზე, თვალსა და ისტორიას არ დაუჯერებენ.
ისტორიულ ფაქტებს თვალს მოაფარებენ, გადამალავენ, იმდენს მოახერხებენ საკუთარ თავსაც მოატყვილებენ. იმიტომ, რომ დამალვა მთავარი ცნებაა, იქამდე მცნება (არა გაამხილო!) და მას ყველაზე მტკიცე დამცველები და მიმდევრები ყავს ჩვენში.
დამალვა ყველაფერს აგვარებს, იქამდე აკეთილშობილებს. საბჭოთა ძეგლები, გამოქანდაკებული თუ ნატურალური შიშველი სხეულებ, ოჯახური კონფლიქტები, უმცირესობები, სიღარიბე, ფიზიკური უძლურება, გადამალული და ჩაქვესკნელებული უნდა იყოს („სახლში ილოცე“, „შენს საძინებელში რაც გინდა ის გააკეთე“, „ისე უღალატე რომ ვერ გაიგოს“, „ინვალიდები ნუ დაგვენახებიან, სხვა გზით იარონ“, ,„ქალი გაჩუმდეს და სამზარეულოში შეიკეტოს“…). ბევრი ქართველის ღრმა რწმენით დამალვით ნარჩუნდება ჰარმონია, მშვიდობა, ბედნიერება ოჯახებსა და სახელმწიფოში. ამიტომ უსწორდებიან ასე სასტიკად ყველა არადამალულს, ყველა ღიას, ყველა გამოჩენის მოსურნეს. მას შეურაცხყოფენ, ცემენ, კლავენ. თუ გინდა გადარჩე თვალს უნდა მოეფარო, სხვანაირად რომ ვთქვათ გარეუბანში გადახვიდე. ცენტრალური გამოსაჩენი ადგილი ეკლესიისაა პირდაპირი თუ ნაგულისხმევი მოწოდებით – არა გაამხილო!
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s