ხვალ ხონსა და სამტრედიას ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს მაღალი ძაბვის ქვესადგურში “სამტრედია 1” დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტრო ენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება სამტრედიისა და ხონის მუნიციპალიტეტებს.
1358612551_1354213261_1342862478_eleqtroenergia

“110/35/6 კვ ქვესადგურის “სამტრედია 1” გამანაწილებელ მოწყობილობებში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება 15 ათასზე მეტ აბონენტს ქალაქ სამტრედიაში და სოფლებში მარანი, ხუნჯულაური, კულაში, მიწაბოგირა, კვირიკე, ჩხენიში, ნინუაკუთხე, ნაბაკევი, ღანირი, ჭაგანი, დიდი ჯიხაიში და სხვა. დაგეგმილი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე დროებით ელექტროენერგიის მიწოდება ასევე შეუწყდება ქ. ხონს და ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებს (დაახლოებით 12 ათასი აბონენტი). აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში. უამინდობის შემთხვევაში სამუშაოები გადატანილი იქნება სხვა დღეს,” – აცხადებენ ენერგო-პრო ჯორჯიაში.

“ქუთაისიპოსტი”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s