პოლიტიკური უთანხმოება თუ ფინანსური დარღვევები ვანის საკრებულოში

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეცილისტის, ამბრო რამიშვილის განმარტებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კობა ძაგნიძის დაკავების მიზეზი შიდა დაპირისპირებაა.
vani

მისივე თქმით, დაპირისპირება საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი გახლდათ, რომელიც რამიშვილის თქმით, ძაგნიძემ საკრებულოს ამჟადიმდელ თავმჯდომარეს ალექსანდრე ლილუაშვილს, დაუთმო.
“თავის დროზე ჰუმანურობა გამოიჩინა ძაგნიძემ და თავმჯდომარეობა დაუთმო ლილუაშვილს. შეიძლება ეს იყოს მიზეზი. მაგრამ ცოდვა რთული სათქმელია”, – ამბობს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სპეციალისტი.
ალექსანდრე ლილუაშვილი kutaisipost-თან საუბარში ადასტურებს, რომ უთანხომება მასსა და ძაგნიძეს შორის იყო. თუმცა, ირწმუნება, რომ ეს არ უკავშირდება მის დაკავებას.
“პარტიული დაპირისპირება ნამდვილად გვქონდა. მაგრამ მისი დაკავება ქრთამის აღების ფაქტზეა და არ უკავშირდება ამას. რაც შეეხება ჩემს თავმჯდომარეობას, ეს იყო კოალიციასთან შეთანხმებული, რომ მე უნდა ვყოფილიყავი ამ პოსტზე და არა ძაგნიძე”, – განმარტავს ალექსანდრე ლილუაშვილი.
ალექსანდრე ლილუაშვილი კოალიცია “ქართულ ოცნების” ვანის ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა.
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძაგნიძე დღეს ქრთამის აღების ფაქტზე დღეს დააკავეს.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s