საქართველოში წლის განმავლობაში 23 ქალია მოკლული – აქცია ფემიციდის წინააღმდეგ ქუთაისში

საქართველოში ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობა ქუთაისში აქციით გააპროტესტეს. აქციას ორგანიზება “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გაუწია, რომელსაც ქუთაისში მომუშავე ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, მედიის წარმომადგენლები თუ რიგითი მოქალაქეები შეუერთდნენ.
10743425_835291229825280_642414096_n

აქციაზე წარმოდგენილ პლაკატებში დომინირებდა ციფრი 23. აქციის მონაწილეთა თქმით, ერთი წლის განმავლობაში საქართველოში 23 ქალი მოკლეს. მოძლადეები ძირითადად ქმრები ან ყოფილი ქმრები იყვნენ.
„23 ქალი არის მოკლული ერთ წელიწადში, რაც ძალიან დიდი ციფრია. მოვითხოვთ შეწყდეს ძალადობა და მოხდეს სათანადო რეაგირება, თუნდაც სამართალდამცავებიდან ან არასამთავრობო სექტორიდან, რომ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს ამ საკითხთან დაკავშირებით“, -აღნიშნა აქციის მონაწილე, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრმა აკაკი საღინაძემ.
აქციის მონაწილენი ფემიციდის მიზეზებზე მიუთითებენ და მათ სხვადასხვა ასპექტში ხედავენ: განათლების დაბალ დონეში, კულტურაში, ტრადიციებში და იმ დანაკარგში, რომელიც ბოლო ხანებში განსაკუთრებით თვალსაჩინო შეიქნა საქართველოში. „საქართველოში ტოლერანტობა არ ჭირდა, მაგრამ რატომღაც დავკარგეთ ეს მონაპოვარი და სახეზეა სახეცვლილი ტრადიცია, რომელიც ბევრ სხვა უსამართლობასთან ერთად, მოითხოვს ქალების უპირობო მორჩილებას კაცებზე, რაც არასწორი და მიუღებელია“, – მიაჩნიათ აქციის მონაწილე ახალგაზრდებს.

ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s