ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე სამი კომპანიიდან („დაგი+“, „მარჯინი“ და „ეფექტი“) მეორე რაუნდში შპს “დაგი+” გადავიდა. კომპანიამ სამუშაოების შესრულებაში 342 ათასი ლარით ნაკლები (1 950 000 ლარი) მოითხოვა.
ქუთაისის მერიამ თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 2 292 596 ლარად შეფასებული ტენდერი მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს გამოცხადდა.
სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ თამარ მეფის ქუჩაზე დასაპროექტებელი მონაკვეთის სიგრძე 1090 გრძივ მეტრს შეადგენს. აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარი და ღვარსადენის ქსელი გასული საკუნის მეორე ნახევარშია ექსპლოატაციაში შესული.
დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში თამარ მეფის ქუჩაზე მთლინად იცვლება ბეტონის საფარი, სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები, ბორდიურები და ქვისა და ლითონის მოაჯირები.
სამუშოთა ხანგრძლივობა, ოფიციალური ინფორმაცის მიხედვით, 7 თვეზეა გაწერილი. ამასთან, მერია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ვალდებულებას აკისრებს წლის ბოლომდე არანაკლებ 1 300 000 ლარის სამუშაოები შეასრულოს.
დეა მანაგაძე