ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ცამციშვილის საქმეზე მოწმეთა დაკითხვა გრძელდება. დღეს სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე, ქუთაისის რაგბის სკოლის დირექტორის მოადგილზე, ავთანდილ ჩუბინიძე დაკითხა.
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოში დაცვის მხარის კიდევ ერთ მოწმეს, ქუთაისის ყოფილ ვიცე-მერს და ამჟამად საკრებულოს უმცირესობის დეპუტატს, ამირან ძოწენიძეს დაკითხავს. საბოლოო სხდომა კი ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.
კულტურის სამსახურის ყოფილ უფროსს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით თანხების გაფლანგვას ედავება. თემურ ცამციშვილის მიმართ საქმე პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით აღძრა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ითვალისწინებს.