ქუთაისში 2 წლის მანძილზე 38 სკოლიდან მხოლოდ 6 გაარემონტეს

ქუთაისში მოქმედი 38 საჯარო სკოლიდან შენობის რეაბილიტაცია მხოლოდ 6 სკოლაში მოხდა. სკოლებს რეაბილიტაცია 2013-2014 წლებში ჩაუტარდათ, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 197 339 ლარი დაიხარჯა.

განათლების სამინიტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანხმად, ქუთაისში ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 საჯარო სკოლაშია დასრულებული ( #13, #24, #29, #32, #34 და #38 საჯარო სკოლები). ამჟამად, სამუშაოები #12 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს, ხოლო ექვსი საჯარო სკოლის (#25, #22, #14, #16, #37 და #15 საჯარო სკოლების) დაფინანსება ეტაპობრივად მოხდება (გათვალისწინებულია 669 446 ლარი) .
მთლიანად ქუთაისში საჯარო სკოლების შენობების რეაბილიტაციისთვის 2013-2014 წლებში 2 205 687 ლარი იყო გათვალისიწინებული.
საქართველოს განათლების სამინიტროს პრესსამსახურის წარმომადგენლების განმარტებით, ქუთაისში იმ სკოლების შეკეთება მოხდა, რომლებსაც რეაბილიტაციისთვის საჭირო პრიორიტეტები ქონდათ სამინიტროსთვის წარდგენილი.
“ყველა სკოლის შენობის რეაბილიტაცია ერთდროულად ვერ მოხდებოდა, ამიტომ ამ დროისთვის შენობების რეაბილიტაცია მოხდა დირექტორების მომართვების საფუძველზე”, – განმარტავენ სამინიტროში.
მათივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს 2015 წლის სამოქმედო გეგმის ფორმირება, სადაც გათვალისწინებული იქნება ქუთაისის ის სკოლები, რომლებსაც სამინისტროსთან შეთანხმებული პრიორიტეტების შესამაბისი ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვთ.
სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად საჯაროს კოლების სახურავის, კარ-ფანჯრის, გაზიფიცირებისა და გათბობის სისტემის, ელექტროობის, ფასადის, სანიტარული კვანძის, დერეფნის და საკალასო ოთახების რეაბილიტაცია განისაზღვრა.
რაც შეეხება ქუთაისში არსებულ დანარჩენ სკოლებს, სამინისტროში განმარტავენ, რომ მათი რეაბილიტაცია 2015 წლის სამოქმედო გეგმაში იქნება გაწერილი.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s