ჩვენ, როგორც საზოგადოება ახლიდან ვიგონებთ თავს – ანდრო ბარნოვის ლექცია ქუთაისში

„განათლება და დამოუკიდებლობა“ – ეს გახლდათ ლექციის თემა, რომელიც ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა. აღმნიშნული ლექცია მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარემ, მოძრაობა „დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისათვის“ დამფუძნებელმა, ანდრო ბარნოვმა წაიკითხა. ლექციის მიზანს განათლების მნიშვნელობის გააზრება და კონკრეტული ინიციატივების გააქტიურება წარმოადგენდა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის გზაზე.

ლექციაზე აღინიშნა, რომ განათლება წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების უძირითადეს დარგს და რომ განათლება არის მექანიზმი, რომელიც საზოგადოებას უკვდავად აქცევს, ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იგი.
ანდრო ბარნოვმა ისაუბრა დემოკრატიული საზოგადოებების ჩამოყალიბების მსოფლიო გამოცდილებაზე, პროტესტანრული მოძრაობის, რეფორმაციის როლზე, რომელმაც შეუქმნა საფუძველი განმანათლებლობის ეპოქას ევროპაში. განმანათლებლობას, რომელმაც განსაზღვრა ევროპელი საზოგადოებისა და სახელმწიფოების ჩამოყალიბება.
ეს გზა არ გაუვლია საქართველოს. „სახელმწიფოებრიობა არ გვქონდა 500 წელი. ამიტომ ჩვენ როგორც საზოგადოება ახლიდან ვიგონებთ თავს და ჩვენ როგორც რაციონალურმა არსებებმა უნდა ვიპოვოთ გამოსავალი“, – აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.
აღნიშნული გამოსავლის პოვნა შეუძლებელია განათლების გარეშე, ამიტომ აუცილებელია, რომ საზოგადოებაში კარგ განათლების სისტემაზე მსჯელობა იყოს პოპულარული თემა და კონკრეტულმა მოქალაქეებმა იგრძნონ პასუხიმგებლობა ამ საკითხის მოგვარების კუთხით, ითქვა შეხვედრაზე.
ბარნოვის თქმით, მნიშვნელოვანია რომ გააქტიურდეს სამეურვეო საბჭოები სკოლებში. მნიშვნელოვანია დაიძლიოს პასიურობა მშობლეთა მხრიდან და შეიქმნას მშობელთა გაერთიანებები, რომლებიც იმსჯელებენ განათლების სისტემაზე და საკუთარ მოდელს შესთავაზებენ სკოლებსა და სამინისტროს.
„კარგად არავინ იმუშავებს თუ ჩვენ არ მოვთხოვთ მათ კარგად მუშაობას“, – აღნიშნა ბარნოვმა.
შეხვედრა დისკუსიით დასრულდა.
აღნიშნული ლექციები მთელი საქართველოს მასშტაბით ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გაგრძელდება.

ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s