ქუთაისის მერიაში საკონკურსო ტესტებს “რჩეულებს” წინასწარ ურიგებენ?!

kutaisipost-ის ინფორმაციით, ქუთაისის მერიაში საჯარო მოხელეებს, რომელთაც მერიაში კვლავ დასაქმება სურთ, კონკურსზე ჩასაბარებელი ტესტები წინასწარ ურიგდებთ. არსებული ინფორმაციით, ტესტებს იმ ადამიანებს აცნობენ, რომელთა დარჩენა მერიაში თვითმმართველობის ხელმძღვანელებს სურთ.
meria

“ასე მოხდა თბილისში და ანალოგიურად ხდება ქუთაისშიც. ერთი სქემით მოქმედებენ”, – განუმარტა kutaisipost-ს წყარომ.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას განმარტებით, ტესტები რომლებიც უნდა ჩააბარონ კონკურსანტებმა ჯერ შედგენილიც კი არ არის.
“ამას ადგენს ის ორგანიზაცია, რომელიც ატარებს ტესტირებას. ამ დრომდე კი გარკვეული არ არის თუ რომელი ორგანიზაცია ჩაატარებს ტესტირებას”, – ირწმუნება ზვიად ჯავახია.
ქუთაისის მერიაში კონკურსი მერიაში დასაქმების მსურველთათვის მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გამოცხდდა. ვაკანტურ ადგილებზე განცხადების შეტანა 4 ნოემბრამდე გაგრძელდება.
კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირევლი ეტაპი საბუთების გადახარისხება იქნება, მეორე – ტესტირება, ხოლო მესამე ეტაპზე გასაუბრება მოხდება. კონკურსის მაქსიმალური ზღვარი 70 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა დასახელდა.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s