ქუთაისში ყოფილ და მოქმედ “ნაციონალ” დეპუტატებს მიწების მითვისებაში ადანაშაულებენ

ქუთაისის საკრებულოს წევრის, “რესპუბლიკელი” ნატო ქათამაძის მტკიცებით, ადგილობრივი თვითმმარველობის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებს წინა მოწვევის საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატები პირადი მიზნებისთვის ასხვისებდნენ. ქათამაძის მიერ დასახელებულ დეპუტატებს შორის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრის სახელიც ფიგურირებს.
meria

“მწარე პრაქტიკაა წინა საკრებულოს დეპუტატების მიერ, რომლებიც თვითმართველობის საკუთრებაში არსებულ მიწებს ასხვისებდნენ, აიჯარებდნენ და გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩნდებოდა, რომ ამ მიწის მეპატრონეები თავადვე იყვნენ. მაგალითად, წინასწარი ინფორმაციით, კონკრეტული ფართების უკან დგას ქუთაისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატებიდან, ტატო მესხი, ანდრო ლოსაბერიძე და დავით გოგისვანიძე,”- ამბობს ქათამაძე.
მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება, რომელიც მალე საჯარო გახდება.
“თუ რა კონკრეტულ ადგილებზეა საუბარი და საეროდ რა ხდებოდა ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით ბოლო ათი წლის მანძილზე, ამას სპეციალური ჯგუფი შეისწავლის და გამოიკვლევს,”- განმარტავს ნატო ქათამაძე.
საკრებულოს “ნაციონალი” დეპუტატი დავით გოგისვანიძე ქათამაძის ბრალდებებს უსაფუძლოს უწოდებს.
“თუ მიწების უკანონოდ გასხვისება ხდებოდა ქათამაძემ ფაქტებით უნდა ისაუბროს და სამართალდამცავ უწყებებს მიმართოს,”- ამბობს გოგისვანიძე.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s