ითვალისწინებენ თუ არა ქუთაისელი ბიჭები ოჯახის აზრს ცოლის მოყვანისას? – გამოკითხვა „ქუთაისიპოსტი“ (Video)

Kutaisipost-ის მიერ ქუთაისში გამოკითხული 20 ბიჭიდან, 13 ამბობს, რომ დაოჯახების დროს ოჯახის წევრების აზრის გათვალისწინება აუცილებელი არ არის. 5 ადამიანის განმარტებით, ოჯახის აზრს უნდა ითვალისწინებდნენ, ხოლო ორს პასუხი არ არ აქვს, თუ როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციაში.
„დედაშენს და მამაშენს კი არ მოჰყავს ცოლი და კი არ ოჯახდება, შენ ოჯახდები“ – ნახეთ ვიდეო გამოკითხვა:

თეკლე მორგოშია

ქართული „სტერილური“ ისტორიოგრაფია და სახელმძღვანელოები მუსლიმი მოღვაწეების გარეშე

„საქართველოს ისტორიაში ცნობილია 500 ბორჩალოელის თავგანწირვის ამბავი. 300 არაგველის მსგავსად, მათ კრწანისის ბრძოლაში სიცოცხლე დადეს მეფე ერეკლესა და საქართველოს ერთგულებისთვის. ისინი ეთნიკურად ქართველები არ ყოფილან, საქართველოს მუსლიმი მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ ისინი შეეწირნენ ქართულ საქმეს“, – აღნიშნავს ისტორიკოსი სულხან კუპრაშვილი.
ეს ფაქტი ისტორიიდან საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში არ იძებნება. 500 ბორჩალოელის ამბავი დაფარული რჩება. სახელმძღვანელოში ვერ წაიკითხავთ ვერც სხვა მუსლიმი ქართველებისა თუ ეთნიკურად არაქართველების დამსახურებების შესახებ.

10734019_838122762875460_1195093445735748364_n
Continue reading

ლენინის პორტრეტი ქუთაისში ქარხნის დამწვარ შენობაზე (ფოტო)

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე “ლითოფონის” ქარხნის დამწვარ შენობაზე ლენინის პორტრეტი გაჩნდა. უცნობია, ვინ გამოფინა შენობის აივანზე აღნიშნული პორტრეტი. ფოტო მარიამ ქველიაშვილი:

10454296_748298675217980_3981951146955191877_n

ფოტო – მარიამ ქველიაშვილი


Continue reading

კამპანია “ეს შენ გეხება” კანონმდებლებს ე.წ ორგასაღებიან სისტემას სთავაზობს

“ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” კამპანიის ფარგლებში “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქუთაისის ფილიალში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
saia
Continue reading

ქუთაისში პროფესიული სწავლების სტუდენტთათვის საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ვიცე-გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა ქუთაისში, პროფესიული კოლეჯი „იბერია“-ს სტუდენტებთან და პედაგოგებთან ერთად, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი დაათვალიერეს.
247101_667483193350248_5765768509110836622_n
შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები ახალ, თანამედროვედ აღჭურვილ შენობაში იცხოვრებენ.
საშემოდგომო მიღებაზე, პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ 440 სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის 100-მდე სტუდენტი რეგიონიდანაა და საჭიროებენ საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროფესიული სასწავლებელიც დაათვალიერეს.
განახლებული ინფრასტრუქტურის პროფესიული სასწავლებელი აღჭურვილია თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გადამზადებული პედაგოგებით.

“ქუთაისიპოსტი”