კამპანია “ეს შენ გეხება” კანონმდებლებს ე.წ ორგასაღებიან სისტემას სთავაზობს

“ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” კამპანიის ფარგლებში “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ქუთაისის ფილიალში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
saia

საიას ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის, გიორგი ჭიქაბერიძის განმარტებით, თუკი “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის” განხილვა მომავალ წლამდე გადაიდება, პრეზიდენტს აღნიშნული კანონზე ვეტოს დადების მოთხოვნით მიმართავენ.
“ეს შენ გეხება” კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები კანონმდებლებს ე.წ. ორგასაღებიან სისტემას სთავაზობს.
“ეს იმას ნიშნავს, რომ სატელეფონო მოსმენების ხელიმსაწვდომობა საჭიროების შემთხვევაში მობილიურ ოპერატორებს და სასამართლოს უნდა ქონდეს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინიტრო ამას ამ დრომდე არ თმობს”, – განაცხადა არასამთავრობოებთან შეხვედრაზე, გიორგი ჭიქაბერიძემ.
მოსმენებთან დაკავშირებით აღნიშნული გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე უნდა იქნას მიღებული, რის გამოც პარალამენტში განხილვა გუშინ უნდა გამართულიყო. თუმცა, განხილვა გადაიდო.
საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ფარული მოსმენების წარმოება ბოლო წლებია აქტუალურია.
აღნიშნულთან დაკავშირებით კამპანია “ეს შენ გეხება” 2012 წელს დაიწყო, რომელიც კონკრეტულად არჩევნების პერიოდში ფარულ მოსმენებს აპროტესტებდა. 2014 წელს კი, “ეს შენ გეხება- ისევ გვისმენენ” ახალი კამპანია არასამთავრობო ორგონების ორგანიზებით განახლდა, რომელიც კონკრეტულად ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტის მიღებას მიესლმება. ამ კამპანიაში არასამთავრობო ორგანიზაციებია გაერთიანებული.

თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s