ქუთაისში პროფესიული სწავლების სტუდენტთათვის საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ვიცე-გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა ქუთაისში, პროფესიული კოლეჯი „იბერია“-ს სტუდენტებთან და პედაგოგებთან ერთად, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი დაათვალიერეს.
247101_667483193350248_5765768509110836622_n
შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები ახალ, თანამედროვედ აღჭურვილ შენობაში იცხოვრებენ.
საშემოდგომო მიღებაზე, პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ 440 სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის 100-მდე სტუდენტი რეგიონიდანაა და საჭიროებენ საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროფესიული სასწავლებელიც დაათვალიერეს.
განახლებული ინფრასტრუქტურის პროფესიული სასწავლებელი აღჭურვილია თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გადამზადებული პედაგოგებით.

“ქუთაისიპოსტი”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s