ქუთაისის სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანებისთვის გამოყოფილი 240 ათასი ლარი შენობების რეაბილიტაციას მოხმარდება

ქუთაისის მერიამ ააიპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას მიმდინარე ბიუჯეტზე 240 ათასი ლარი დაუმატა.
აღნიშნული თანხა გაერთიანებაში შემავალი დაწესებულებების შენობების რეაბილიტაციასა და ზამთრისთვის მზადებას მოხმარდება.

როგორც გაერთიანებაში განმარტავენ, მათ გადმოეცათ ხარაზოვის ბაღში მდებარე თეატრის შენობა. 240 ათასი ლარი წლის ბოლომდე ამ შენობის შენახვის ხარჯებსაც ითვალისწინებს. ასევე რემონტდება პირველი და მესამე სამუსიკო სკოლების სახურავი, იგეგმება აღნიშნულ შენობებში ელექტროსისტემის გამართვა. „მიმდინარეობს ზამთრის სეზონისთვის მზადება, რომ სეზონი ნორმალურად გადავიტანოთ“,- აღნიშნავს ააიპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი ლადო პატარიძე.
პატარიძე ასევე მიუთითებს იმ ხარჯებზე, რომელიც გაერთიანებამ რამოდენიმე პროექტს მოახმარა და რომელიც მიმდინარე ბიუჯეტში არ იყო ჩადებული. „ეს იყო პროექტები „მუსიკალური არდადეგები“ და ბალანჩივაძეების კონ კურსი. ის დანახარჯი, რაც ამ პროექტების განხორციელებას ახლდა, ახლა მთლიანად შეივსო“, – აღნიშნავს გაერთიანების მმართველი.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s