ლევან ლორთქიფანიძე – “ნაციონალისტი ისტორიკოსები” ეროვნულ-რელიგიურ უმცირესობათა ისტორიული როლის წარმოჩენაში ხედავენ საფრთხეს

ვინ არიან საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს გმირები?რატომ მოხდა რომ სახელმძღვანელოები მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ საქართველოში ძირითადად მხოლოდ ეთნიკურად ქართველების ღვაწლზე ყვება? რატომ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ის ისტორიული ფაქტები გამოტოვებული, რომელთაც ეთნიკურად არაქართველი ან არამართლმადიდებელი აკეთებდა საქართევლოში?
აღნიშნულ საკითხებზე kutaisipost-ს თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრანტი ლევან ლორთქიფანიძე ესაუბრება.
levan lor

-სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ქართულ ისტორიოგრაფიაში კვლევის ბოლშევიკური სტანდარტი ნაციონალისტურმა მიმდინარეობამ ჩაანაცვლა. აღნიშნული მიდგომისათვის ერთადერთ ამოცანას წარმოადგენს ეთნიკურად ქართველი ისტორიული ფიგურების წარმოჩენა. ამ მიმდინარეობის მომხრენი მიზნად ისახავენ ერთი ეთნოსის უნიკალურობისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის აღნიშვნას, ხანდახან გაზვიადებასაც კი… შესაბამისად, მსგავსი დამოკიდებულებების გამო ადგილი აღარ რჩება პლურალიზმის, ერთა შორის თანამშრომლობის თემებზე ყურადღების გამახვილებისთვის. რატომღაც ე.წ. “ნაციონალისტი ისტორიკოსები” ეროვნულ-რელიგიურ უმცირესობათა ისტორიული როლის წარმოჩენაში ხედავენ საფრთხეს, რომელიც უმრავლესობის მნიშვნელობას აკნინებს …
– რამდენად მნიშვნელოვანია ეთნიკურად არაქართველი, ან არამართლმადიდებელი მოღვაწეების ასე ვთქვათ, რეაბილიტაცია და ისტორიული ფაქტების გამოტოვებისა და შერჩევითობის პრინციპის გარეშე წაკითხვა?
– თანამედროვე განათლების სისტემებისა და კონფლიქტოლოგიის თეორიის ურთიერთქმედების შედეგად ევროპის ბევრ ქვეყანაში სასკოლო დონეზე დაინერგა “მშვიდობის განათლების” (Peace education) პროგრამები. აღნიშნული პროგრამების მთავარი მიზანია საზოგადოების შემადგენლობაში შემავალ სხვადასხვა ჯგუფს შორის არსებული საერთო საკითხების, ღირებულებების ხაზგასმა. ჯგუფების თანამშრომლობის შედეგად მიღწეული ისტორიული შედეგების წარმოჩენა და კონფლიქტების მეორე პლანზე გადატანა. ამგვარი პროგრამებით სახელმწიფო ცდილობს საზოგადოების მრავალფეროვნების ხელშეწყობას, მისი დადებითი ასპექტების გაანალიზებას, სტაბილურობის მხარდაჭერას. მაგალითად, გერმანულ და ფრანგულ ისტორიის სახელმძღვანელოებში, რომლებიც განათლების საბაზო და საშუალო საფეხურზე გამოიყენება, მთავარი აქცენტი ამ ორი ერის თანამშრომლობაზე კეთდება და არა მათ შორის წარმოებულ მრავალწლიან ომებზე. კვიპროსის რესპუბლიკაშიც სასკოლო წიგნებში ხშირად ყურადღება მახვილდება თურქული და ბერძნული თემების თანამშრომლობის საკითხებზე. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი საკითხია ქართულ სკოლებში ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ისტორიული ფიგურების წარმოჩენა, მათ ღვაწლზე ხაზგასმა. ამგვარად, შესაძლებლობა მოგვეცემა მშვიდობის განათლების სტანდარტების ქართულ რეალობაში განხორციელებისა. აღნიშნული სტანდარტები კი ბევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი მრავალფეროვნებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უმთავრესი წინაპირობაა.
– დღეს საქართველოში გამოვლენილ ისლამოფობიურ გამოხდომებში რამდენად დიდ როლს თამაშობს საქართევლოს ისტორიაში მუსლიმი მეფეებისა თუ რიგითი მოქალაქეების მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის არცოდნა?
– დღეს არსებული გამოხდომები მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად პირდაპირ უკავშირდება განათლების სისტემას და ამ სისტემის მიერ უგულვებელყოფილ არაქართველ ისტორიულ ფიგურებს. ჯერ ზოგადად სამოქალაქო საკითხები და დემოკრატიული ღირებულებები არ შეისწავლება ელემენტარულ დონეზე. მეორეც არაქართველი ლიდერების კონკრეტული მოქმედებები და სასარგებლო საქმეებია დავიწყებული. რაც ხელს უწყობს უმცირესობაში არსებული ჯგუფების მარგინალიზაციასა და გაუცხოებას – რისი საუკეთესო მაგალითიც მუსლიმების პრობლემები გახლავთ …
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s