ებრაული დელეგაცია ქუთაისში – ვიზიტებით გამყარებული მეგობრობა და სიმბოლური საჩუქრები

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ისრაელის ელჩს იუვალ ფუქსსს უმასპინძლა. ვიზიტი საქართველო-ისრაელის 26 საუკონოვანი მეგობრობის ფარგლებში შედგა. აშკელონის დელეგაციის წარმომადგელების განმარტებით, მეგობრობის გასამყარებლად მხოლოდ ვიზიტები არ არის საკმარისი. აშკელონის მერის, იტამარ შიმონის განმარტებით, ქვეყნებსა და ქალაქებს შორის მეგობრობა სხვადასხვა სფეროებში ურთიერთთანამშრომლობით უნდა განმტკიცდეს.
10751638_832711000104915_66779316_n

“ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ და გავაღრმაოთ ურთიერთობები. ვფიქრობ, ეკონომიკურ თუ კულტურულ სფეროებში უნდა დამყარდეს თანამშრომლობა”, – განმარტა შეხვედრაზე აშკელონის მერმა.

“2014 წელი პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველო-ისრაელის წლად იყო გამოცხადებული. ჩვენმა ქალაქმა მეგობრობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში აქტიურად მიიღო მონაწილეობა”, – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა შეხვედრაზე.

მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ქუთაისის მერმა აშკელონის მერს ინგლისურ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ უსახსოვრა, ხოლო თავად მერმა და იმერთეთის გუნერნატორმა საჩუქრად ჭიქები მიიღეს.

თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s