ისრაელის ელჩი – მნიშვნელოვანია წარსული, 26 საუკუნოვანი მეგობრობა, მაგრამ უფრო საინტერესოა მომავალი

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვანი მეგობრობის ფარგლებში საღამო გაიმართა. საღამო გამოფენამ გახსნა, სადაც ქუთაისელი მხატვრის ოთარ ქანდარიას ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, რომელიც ქართულ- ებრაულ მეგობრობას მიეძღვნა. საღამოს სხვა სტუმრებთან ერთად ისრაელის ელჩი საქართევლოში იუვალ ფუქსი და აშკელონის მერი იტამარ შიმონი ესწრებოდნენ.

„ქუთაისში არაერთხელ ვყოფილვარ. აქ ბევრი მეგობარი მყავს. ამიტომ აქ თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში. ქუთაისში იმყოფება აშკელონის მერი დელეგაციასთან ერთად. აშეკელონს მძიმე დღეები ჰქონდა, ჰამასი ბომბავდა ამ ქალაქს და ამ ფონზე მეგობრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ამიტომ მიხარია ყოველთვის აქ“, – აღნიშნა ისრაელის ელჩმა საქართევლოში.
ელჩმა ისიც მიუთითა, რომ მნიშვნელოვანია ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობა, თუმცა უფრო საინტერესოა მომავალი. „ ძალიან მნიშვნელოვანია რა იყო, მაგრამ მაინტერესებს მომავალი. ძალიან მიყვარს ყველაფერი ის რაც იყო. ის, რომ ბორის გაპონოვი აქ ცხოვრობდა და მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებდა. ქუთაისში მისი ძეგლიც გაიხსნა. მაგრამ მე მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები ერთი, ათი და მეტი წლის შემდეგ. რადგან, მაგალითად, როდესაც შედიხარ წიგნის მაღაზიაში აქ, თბილისში, თელავივში და ეკითხები გაქვთ ქართულ ენაზე წიგნი? ან ივრითზე წიგნი ქართულ მაღაზიებში? ძალიან ძალიან ცოტაა წიგნები. ამიტომ მაინტერესებს მომავალი, რომ იყოს კიდევ და კიდევ გაპონოვები როგორც თქვენთან ასევე ჩვენთან. რომელთაც შეუძლიათ თარგმნონ ქართულიდან ებრაულზე ებრაულიდან ქართულზე, თანაც არა მხოლოდ ძველი ტექსტები, არამედ ახალი ებრაული ლიტერატურა და ახალი ქართული ლიტერატურა“, – აღნიშნა იუვალ ფუქსმა.
ისრაელის ელჩმა ფოტოკონკურსში „ილო“ (რომელსაც ქუთაისელი ფოტოგრაფის ილო ხახიაშვილის სახელი ქვია), არასაკონკურსო პროგრამით, ებრაელი ფოტოგრაფების ფოტოების მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.
აღნიშნული ღონისძიებები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით აღინიშნა.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s