ქუთაისის მერიაში 179 ვაკანტურ ადგილზე 2716 განაცხადია შესული

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოცხადებულ კონკურსზე ამ დროისათვის 2 716 კონკურსანტის განაცხადია შესული. hr.gov.ge-ზე საბუთების წარდგენის ვადა ხვალ 18:00 საათზე იწურება.
meria

ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განმარტებით, არსებული მონაცმები კარგია, რადგან მისივე თქმით, დასაქმების მსურველთა ნდობა კომისიის მიმართ მაღალია. “მე ველოდები 3000-ზე მეტ განაცხადს, რადგან არსებული მონაცემები ყოველ ხუთ წუთში იცვლება. სამუშაო გვექნება ზღვა, რადგან ამ აპლიკაციებს გადახარისხება სჭირდება. ყველაფერი კი გამჭვირვალედ მოხდება,” – განაცხადა kiutaisipost-თან საუბარში ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ, რომელიც ასევე, საკონკურსო-სატესტაციო კომისიის წევრიაცაა.

მურღულიას თქმით, ხვალ, ვადის დასრულების შემდეგ, კომისია ბრიფინგს გამართავს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი განაცხადი დაფიქსირდება საბოლოოდ hr.gov.ge-ზე.

მურღულიას თქმით, კონკურსის მეორე ეტაპი, რომელიც განცხადებების გადახარისხებას ითვალიწინებს, 5 სამუშაო დღეში უნდა დასრულდეს.

ქუთაისის მერიაში 179 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გამოცხადდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s