“ქუთაისის საკრებულო ბუტკაშია”

“ქუთაისის საკრებულო ბუტკაშია.ხალხის არჩეული საკრებულო ვერ და არ გამოხატავს ხალხის შეხედულებას, რადგან მერკანტილური ინტერსებით არიან დაკავებულები. რაც არ უნდა იძახონ იმნაირი არ ვართო, ზუსტად ისეთები არიან, როგორსაც იმსახურებენ,” – განაცხადა დღეს მოძრაობა “დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გია გოქაძემ. 1

აღნიშნული მოძარობის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მოწოდებული წერილობითი პასუხი გააპროტესტეს.
“თქვენი მოთხოვნა საკრებულოს რიგგარშე სხდომის მოწვევის შესახებ არ გამომდინარეობს 26-ე კოდექსის მუხლიდან, შესაბამისად მისი დაკმაყოფილება კანონშეუსაბამოა”, – ნათქვამია წერილში.
მოძრაობის “დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი” წარმომადაგენლებმა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარების ინიციატივით მიმართეს. მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, საკრებულოს დეპუტატები სხდომაზე ღიად დააფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას საქართველოს პარლამენტის ქუთაისში დარჩენის საკითხზე.
“თუმცა, ეს არ გააკეთეს, რადგან ისინი პოლიტიკური ჭრილიდან უყურებენ, პირად საუბრებში კი საკრებულოს დეპუტატებს სურთ პარლამენტის ქუთაისში დარეჩენა”, – აღნიშნა მოძრაობის წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s