სოფელ ნიგვზიანში მდინარემ გზა ჩამოშალა – მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მდინარემ გზა ჩამოშალა. ჩამოშლილი გზის მონაკვეთი, რომელიც სოფელთან 100 ოჯახს აკავშირებს, ადგილობრივებს ყოველდღიურ საფრთხეს უქმნის.
1390679_734447246633919_7609154985926422314_n

როგორც ადგილობრივები kutaisipost-თან საუბარში აცხადებენ, გზის მონაკვეთი ორი დღის წინ ძლიერი წვიმების შემდეგ ჩამოიშალა. თუმცა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც მდინარე წყალწითელა გადის, ნაპირსამაგრი სამუშაოები ადგილობრივების თქმით ახალი გაკეთებულია.
“მონაკვეთი, სადაც გზა ჩამოიშალა სოფლის ერთ-ერთი მთავარი შიდა გზაა, რომლითაც უამრავი სხვა უბნის მოსახლეობა სარგებლობს. მოსახლეობა შეშინებულია, რადგან თუ ეს გზა გაფუჭდა, დიდი შემოვლითი გზით მოუწევს ხალხს სიარული. არადა ამ გზით უამრავი პატარა დადის საბავშო ბაღში. თანაც სულ ახლახანს გაკეთდა ნაპირსამაგრი სამუშაოები გზის ამ პრობლემურ მონაკვეთზე, თუმცა მდინარეს მიმართულება შეეცვალა და ახალმა პრობლემამ იჩინა თავი, ერთი რაღაც კეთდება და მეორეს ძირი ეთხრება,”– ამბობენ ადგილობრივები.
ნიგვზიანში მცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
“ძლიერი წვიმების გაგრძელების შემთხვევაში სიტუაცია ალბათ უფრო გამძაფრდება. წინ ზამთარია, ცუდი ამინდებია მოსალოდნელი, ამ გზაზე მაინც დადის მოსახლეობა, მაგრამ საფრთხე ყოველწუთს მოსალოდნელია,”- განმარტავენ ნიაგვზიანში მცხოვრებლები.

ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s