ქუთაისში ტურისტებისთვის მიმანიშნებელი ფირნიშები მოეწყობა

ქუთაისში მომავალი წლიდან ტურისტებისთვის მიმანიშნებელ ფირნიშებს განათავსებენ.
საინფორმაციო ფირნიშები ქალაქის მასშტაბით სულ 25 ადგილზე მოეწყობა.
qutaisi

როგორც ქუთაისის მერიის ეკონომიკურ სამსახურში ამბობენ, ქალაქში მიმანიშნებელი ფირნიშები არასაკმარისია, რის გამოც ქუთაისში ჩამოსულ ტურისტებს სასურველი ადგილების მოძებნდა უჭირთ.
“აუცილებელია ქალაქში იყოს ლამაზი დიზაინის, თვალშისაცემი მიმანიშნებელი ფირნიშები, რადგან მათი საშუალებით ტურისტებმა ადვილად შეძლონ სასურველი ისტორიული ადგილების მოძებნა და მონახულება. აღნიშნულზე უკვე არსებობს პროექტი და რეალურად სამუშაოები მომავალი წლის იანვარიდან დაიწყება,”- ამბობს ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი სოსო გაბრიჩიძე.
ქუთაისში მიმანიშნებელი ფირნიშების მოწყობასთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობა კონკურსს მომავალი წლის დასაწყისში გამოაცხადებს.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s