წყალტუბოში პოლიციის მხრიდან განხორციელებულ შესაძლო დანაშაულზე ომბუდსმენი მთავარ პროკურორს მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე დ.ხ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.
306970e127560a0c6f4367b3216e0405_1452

“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის დ.ხ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2014 წლის 18 სექტემბერს იგი საკუთარ სახლში დააკავეს, წაიყვანეს სოფელ გუბისწყლის ტერიტორიაზე და ყაჩაღობის ფაქტის აღიარების მიზნით უმოწყალოდ ცემეს. ცემის და წამების შემდეგ იგი ხელებზე ბორკილებდადებული მთელი ღამის განმავლობაში, ქვედა საცვლის ამარა დატოვეს ტყეში. მხოლოდ მეორე დილის 6.00 საათზე წაიყვანეს შსს წყალტუბოს რაიონული სამმართველოში, ხოლო შემდეგ ქუთაისის დროებით მოთავსების იზოლატორში.

დ.ხ-ს განცხადებით, ვინაიდან, წამების მიუხედავად მან არ აღიარა ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, შარვლის მარჯვენა წინა ჯიბეში ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის მოხმარების ფაქტიც შესაბამისი შემოწმების დროს არ დაუდგინდა.

დ.ხ-ს სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრის დროს ხელებზე, ფეხებზე და ზურგზე აღენიშნებოდა ფუფხით დაფარული დაზიანებები.

განსაკუთრებით საგულისხმოა ის გარემოება, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის თანახმად, დ.ხ-ს დაკავების მომენტში რაიმე დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა, ხოლო რამდენიმე საათში, დროებით მოთავსების იზოლატორში შემოწმების დროს, მას სხეულზე არაერთი მნიშვნელოვანი დაზიანება ჰქონდა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s