“გაიგე რას ჭამ” – მომხმარებელთა დახმარების ცენტრში მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ

ქუთაისში მოქმედი მომხმარებელთა დახმარების ცენტრში მუშაობის 6 თვის შედეგებზე საუბრობენ და მომხმარებელთა პასიურობაზე მიუთითბენ. ცენტრს, რომელიც მომხმარებელთა უფლებებზე მუშაობს, 6 თვის მანძილზე სულ რამოდნიმე ადამიანმა მიმართა.
produqti

„ამას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ერთი იდეალური შემთხვევაა და ყველაფერი კარგად გვაქვს, მეორე: საზოგადოება არის პასიური, როგორც სხვა საკითხვებში, ასევე აღნიშნულ საკითხში“, – ამბობს პროექტის „გაგიგე რას ჭამ“ კოორდინატორი ქუთაისში თემურ კეპულაძე.
ცენტრში განმარტავენ, რომ ისინი არ წარმოადგენენ ორგანოს, რომელიც სასურსათო ობიექტებს აკონტროლებს. „ჩვენ გვინდა მოგვმართოს ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ მათი უფლებები კვების პროდუქტების შეძენის დროს დაირღვა, ან შეიძლებოდა დარღვეულიყო“, -აღნიშნავს კეპულაძე.
მისი თქმით, მაკონრტოლებლების სიმრავლე საკითხს ვერ მოაგვარებს, თუკი საზოგადოება არ გამოფხიზლდება და არ იქნება მეტი აქტიური.„ რაც უნდა ბევრი მაკონტროლებელი შეიქმნას, იგი მაინც ვერ მოიცავს ყველაფერს, მომხმარებლის მიერ კი ყველაფერია მოცული. ჩვენ გვინდა ამ კუთხით საზოგადოების გამოღვიძების პროცესს შევუწყოთ ხელი“, – აღნიშნავს თემურ კეპულაძე.
პროექტი „გაიგე რას ჭამ“ ორწლიანია და იგი აპრილის თვიდან მოქმედებს. პროექტის ფარგლებში დაფუძნებული მომხმარებელთა დახმარების ცენტრები ოთხ ქალაქშია განთავსებული: თბილისი, ქუთაისი, გორი და ახალციხე.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s