ქუთაისის საკრებულოს უმცირესობა 2015 წლის ბიუჯეტის დროულად მიღებას და მის შეუფერხებლად შემუშავებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წვერებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააჟღერეს. ბესიკ ბრეგაძემ საკრებულოს სხდომაზე 9 თვის მუშაობის ანგარიშის წარდგენა მოითხოვა.
“ნაციონალების” განცხადებით, ის ადამიანები, ვინც ბიუჯეტის ფორმირებაზე უნდა მუშაობდნენ, ამჟამად მერიაში მიმდინარე კონკურსზე არიან გადართულნი და აქცენტი ამ მიმართულებით აქვთ გადატანილი.
“ეს ხალხი გადრთულია იმაზე, რომ სამუშაო ადგილები შეინარჩუნონ. დაზაფრულია მთელი მერია და არ ვიცი როგორი ბიუჯეტი გამოგვივა,” – აღნიშნა საკრებულოს უმცირესობის დეპუტატმა, დავით გოგისვანიძემ.
დეა მანაგაძე