ქუთაისის მერს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დატოვებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” – ს წარმომადგენლები ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას საკონკურსო საატესტაციო კომისიის დატოვებისკენ მოუწოდბენ.
gia

აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლის, გია გოქაძის განმარტებით, სასურველი არ არის ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერსების დამცველი პირი იყოს კომისიის შემადგენლობაში და ის წყვეტდეს ადამიანების სამსახურში აყვანის საკითხს. გოქაძე ამბობს, რომ საკონკურსო კომისიის შვიდკაციან შემადგენლობაში ორი წევრი, ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, (რომელიც აღნიშნული კომისიის თავმჯდომარეცაა) “ქართული ოცნების” ინტერსების დამცველები არიან.
“მაშინ როცა მეტი გამჭვირვალობის, კრისტალობისა და საზოგადოების ჩართულობის პრეტენზია აქვს ნარმანიას მეგობარ შოთა მურღულიას, მან სულ მცირე კომისია უნდა დატოვოს,” – განაცხადა დღეს ბრიფინგზე გია გოქაძემ. მისი თქმით, შოთა მურღულია თავის დროზე ქალაქში მერად ნარმანიას წყალობით და მეგობრობით ხელდასმულია.
“ევროპა ჩვენი სახლია”- ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქუთაისის საკონკურსო – საატესტაციო კომისია უკვე გაყიდულია.
“ამაზე მიუთითებს თბილისის მაგალითი და ასევე, მეორე ეტაპის საკითხი, რომელიც გასაუბრებას ითვალისწინებს,”- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
ქუთაისის მერიაში გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადების შეტანის ვადა გუშინ ამოუწურა. hr.gov.ge – 4000-მდე კონკურსანტის განაცხადი დარეგირსტირდა.
ქუთაისის მერიაში კონკურსი 20 ოქტომბერს გამოცხადდა.
საკონკურსო კომისიამ განაცხადები 5 დღის ვადაში უნდა განიხილოს, რომლის შემდგომი ეტაპი გასაუბრება იქნება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s