რა ბედი ელის ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ყოფილ შენობას?

kutaisipost-ის ინფორმაციით, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ყოფილ შენობას შესაძლოა სხვა ფორმა და დანიშნულება მისცენ. არ არის გამორიცხული ფერდი მინის კონსტრუქციის დემონტაჟი მოხდეს.
feradi

ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსის, სოსო გაბრიჭიძის განმარტებით, აღნიშნულმა შენობამ თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა.
“ეს იყო გაქცეული პროექტი, რომელმაც თავისი დანიშნულება ვერ შეასრულა. ახლა ვფიქრობთ იმაზე, რომ სხვა ფორმა და დანიშნულება მივცეთ. თუმცა, შესაძლოა დემონტაჟიც მოხდეს”, – განმარტავს სოსო გაბრიჭიძე.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2011 წელს აშენდა. თუმცა, მშენებლობის დასრულებიდან რამდენიმე თვეში შენობის სახურავიდან წყალი ჩამოვიდა.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობა ფერადი მინის კონსტრუქციითაა აშენებული. ის მას შემდეგ დაიკეტა, რაც ერთმანეთის მიყოლებით სამივე შესასვლელი კარი ჩამოვარდა.
ამ დროისათვის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი მერიის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s